სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიური და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით.
სახელმწიფო ნაკრძალისათვის უნდა შერიჩეს ისეთი სიდიდის და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია ან აკვატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას ადამიანისაგან სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.
სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება შედიოდეს რომელიმე დაცული ტერიტორიის (ბიოსფურული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) შემადგენლობაში და მოიცავდეს თავის თავში რომელიმე მათგანს (ბუნების ძეგლი).
საქართველოში 2010 წლის მონაცემებით 16 სახელმწიფო ნაკრძალია:
- ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი
- ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
- ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი
- ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი
- გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი
- ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
- თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი
- კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
- ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
- ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი
- მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი
- მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი
- რიწის სახელმწიფო ნაკრძალი
- სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
- ფსხუს სახელმწიფო ნაკრძალი
- ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი.
No comments:
Post a Comment